ყოველდღიურად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწა მიიტაცოს - პაოლო ალი | Allnews.Ge

ყოველდღიურად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწა მიიტაცოს - პაოლო ალი

ყოველდღიურად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწა მიიტაცოს, რათა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა და ზეგავლენა აქ, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაოლო ალიმ განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრტიორიტეტია.

"ასამბლეა მუდმივად გმობს რუსეთის მიუღებელ ოკუპაციას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის. ყოველდღიურად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწა მიიტაცოს, რათა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა და ზეგავლენა აქ. ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი, რუსეთის მცოცავი ანექსია მიუღებელია.

ჩვენ დეკლარაციაში ამაზე გვექნება მტკიცე განცხადება. ეს იქნება ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატულება იმისა, რომ საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრი უნდა გახდეს. იმედი მაქვს, დეკლარაცია უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჩვენ კონსოლიდირებული აზრი გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა პაოლო ალიმ.

myquiz