რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც - რასა იუკნევიჩიენე | Allnews.Ge

რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც - რასა იუკნევიჩიენე

რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით, რუსეთი საამისოდ საინფორმაციო ომს, ე.წ. "ფეიქ ნიუსებს" და კიბერშეტევებს იყენებს. "მთავარია ჩვენ რუსეთის არ გვეშინოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინსა და კრემლს სურთ შიში გაგვიჩინონ", - აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა სტრატეგიის შემუშავებაა. "ჩვენ სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ. ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატო-ს ქვეყნებმა გაიღვიძეს. რამდენიმე წლის წინ ჩვენ, ლიტველებს, ლატვიელებს, ქართველებს, უკრაინელებს, არავინ გვისმენდა, როდესაც ვამბობდით, რომ პუტინს დასავლურ დემოკრატიებზე იერიშის მიტანა სურს.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას სულ უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირსა და ნატო-ს", - დასძინა რასა იუკნევიჩიენემ.

myquiz