ელენე ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს | Allnews.Ge

ელენე ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს

პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურაა წარდგენილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად - ელენე ხოშტარია.

როგორც პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, სპორტის სასახლეში, სადაც ყრილობა გაიმართება, დაახლოებით 450-მდე ხმის უფლების მქონე დელეგატი აირჩევს წარდგენილ კანდიდატებს.

ნადირაშვილის განცხადებით, სპორტის სასახლეში თბილისიდან და რეგიონებიდან პარტიის 10 000-მდე მხარდამჭერს ელოდებიან.

15.00 საათზე, სპორტის სასახლეში მოძრაობა "ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართება.

myquiz