იან კელი - უკვე 26 წელია ამერიკის შეერთებელი შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად | Allnews.Ge

იან კელი - უკვე 26 წელია ამერიკის შეერთებელი შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იან კელის მილოცვა საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"დღეს მინდა ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები.

ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვსდევს. ეს საერთო ღირებულებებია ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოჩენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში "ვეფხისტყაოსანი".

მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის ნათარგმნი, მათ შორის ამერიკელი პოეტის, ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმანები პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთიდღეობას. გილოცავთ!"- აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

myquiz