დონალდ ტრამპი - უნდა ვიყოთ ძლიერად და ფხიზლად | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - უნდა ვიყოთ ძლიერად და ფხიზლად

ნატოს მომავალი ორიენტირებული უნდა იყოს ტერორიზმსა და მიგრაციაზე, ასევე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად და ფხიზლად", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და გაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი ალიანსის გენერალურ მდივანთან და ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან განიხილა.

ტრამპის თქმით, ახალ საფრთხეებთან დაკავშირებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავისი ვალდებულებები თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ის ოდენობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. "ნატოს 28-დან 23 წევრი ამ დრომდე არ ხარჯავს იმდენს, რამდენის პირობაც დადეს და რამდენიც უნდა დახარჯონ საკუთარი თავდაცვისთვის", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

myquiz