ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისების საკითხებში ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა | Allnews.Ge

ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისების საკითხებში ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიღო.

ოსური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება", - მიმართა ზალბერმა ბიბილოვს. მან ასევე ისაუბრა ჟენევის დისკუსიების თაობაზე.

"ადვილი არ არის ისეთი გადაკვეთის წერტილების პოვნა, რომელზეც დისკუსიების ყველა მხარე თანხდება.

ჩვენ გვაქვს ამოცანა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი იმისთვის, რომ გავუადვილოთ ყოფა ახალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰუმანიტარულ საკითხებს ეთმობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძირითადია უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ ვსაუბრობთ ძალის გამოუყენლობის შესახებ განცხადების კონკრეტულ წინადადებაზე და იმედი მაქვს, რომ მალე ამ ტექსტის მიღებას შევძლებთ. თუ გამოვა, ეს იქნება იმპულსი შემდგომი სამუშაოებისთვის", - განაცხადა ზალბერმა.

გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი უტუნენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ჟენევა ერთადერთი პლატფორმაა ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად.

"თანათავმჯდომარეები ხელს შეუწყობენ, რომ დისკუსიების მონაწილეებმა საერთო ენა გამონახონ, პირველ რიგში, ეს ეხება ძალის გამოუყენლობის საკითხს. ჩვენთვის ასევე სასიამოვნო მოსასმენია თქვენი მზაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე", - განაცხადა ტურუნენმა.

myquiz