ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა | Allnews.Ge

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

"გამორიცხული არაფერია", - ასე უპასუხა ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას.

მისივე თქმით, თავად გამოკითხეს კაფე "ელ ცენტროს" დაცვის თანამშრომლები, რომელთა თქმითაც, ინციდენტი არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ მასში ჩარეულიყვნენ.

"იყო მცირე ჩოჩქოლი. დაცვამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით იყვნენ ამ ინციდენტიდან. დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ეს იყო წამიერი ჩოჩქოლი", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თორდიამ ოთარ ფარცხალაძეს მისალმების ფორმა დაუწუნა.

myquiz