დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა | Allnews.Ge

დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყველთაო-სახალხო განხილვა დღეს აღარ გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ცოდნის გზით სიარული ურჩია.

რა მოხდა ფილარმონიაში

ამასთან, კობახიძის თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის.

"ადგილი აქვს პროვოკაციებს და ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

myquiz