კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს უყრიან კენჭს | Allnews.Ge

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს უყრიან კენჭს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის N65 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, 73 წევრის შემადგენლობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა.

"4 თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავების და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელზეც კომისიის თითოეულ წევრს საკუთარი წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება მიეცა", - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები კენჭს დღეს უყრიან. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ.

myquiz