პარლამენტში მომხდარი ჩხუბის დროს ოთო კახიძე დაშავდა | Allnews.Ge

პარლამენტში მომხდარი ჩხუბის დროს ოთო კახიძე დაშავდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.

როგორც Allnews.ge-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კახიძე რამდენიმე წუთის წინ კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი საავადმყოფოს მიმართულებით წავიდნენ.

დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ცნობით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.

myquiz