მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი ჩხუბი | Allnews.Ge

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი ჩხუბი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა.

პარლამენტში მომხდარი ჩხუბის დროს ოთო კახიძე დაშავდა

ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანიც გაბრაზება გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით დარბაზში წყლით სავსე ჭიქა ისროლა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესაწყვეტად, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

myquiz