სერგეი ლავროვი - აფხაზეთის უსაფრთხოება რუსეთთან ურთიერთობითაა უზრუნველყოფილი | Allnews.Ge

სერგეი ლავროვი - აფხაზეთის უსაფრთხოება რუსეთთან ურთიერთობითაა უზრუნველყოფილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდაა გარანტირებული რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობით".

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან, შეხვედრაზე განაცხადა.

"თუ საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაზე (ОДКБ), რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ სტრუქტურის აფხაზეთთან თანამშრომლობას, თუმცა სრულუფლებიანი წევრის ან დამკვირვებელის სტატუსის მისაღებად ორგანიზაციის ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

"აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდაა უზრუნველყოფილი იმ ურთიერთობით, რომელიც გაწერილია რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ შეთანხმებებში. ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს იმას, რომ გარედან აგრესიის მცდელობა არ მოხდეს", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვი ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შესაძლოა "აფხაზეთსა და საქართველოს შორის, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის დადება".

myquiz