დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, ტელეწამყვანის ამპლუაში ვიხილოთ | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, ტელეწამყვანის ამპლუაში ვიხილოთ

დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, ტელეწამყვანის ამპლუაში ვიხილოთ, - ამის შესახებ Allnews.ge-სთან ჟურნალ ქართული Forbes-ის რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ ისაუბრა.

ისაკაძის თქმით, დავით უსუფაშვილთან მას რამდენიმე საათიანი შეხვედრა ჰქონდა, რა დროსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მათ შორის მის სატელევიზიო ფორმატში გამოჩენაზეც:

"მაქვს იდეა ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუსთან მიმართებაში და პიროვნებას, რომელსაც აქვს იმგვარი უნარები, კომუნიკაბელურობა და გამოცდილება, როგორიც დავით უსუფაშვილს, ვხედავ წამყვნის ამპლუაში, მე ამას უფრო მოდერაციას დავარქმევდი", - განმარტავს ის.

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის

გიორგი ისაკაძემ Allnews.ge-სთან დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გეგმებზეც ესაუბრა, მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თავისი პოლიტიკური საქმიანობის ან სხვა აქტივობის შესახებ საჯაროდ რამდენიმე კვირაში ისაუბრებს:

"დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი პოლიტიკაში დარჩენას ისევ აპირებს და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ფიქრობს, ეს იქნება პოლიტიკური მოძრაობა, გაერთიანება, პირდაპირ პარტია თუ რა ფორმას მიიღებს, ამას თავად დავით უსუფაშვილი, რამდენიმე კვირაში გააჟღერებს", - განმარტავს ისაკაძე.

ქართული Forbes-ის რედაქტორის თქმით, შეხვედრის დროს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას გეგმავს, - "შემიძლია, გითხრათ, რომ თუ უსუფაშვილი პოლიტიკაში არ დარჩება, ეს გაცილებით პრობლემური იქნება. მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა", - აღნიშნა მან.

გიორგი ისაკაძე დავით უსუფაშვილთან ერთად პოლიტიკაში ჩართვას არ გეგმავს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია.

myquiz