IRI-ის კვლევის თანახმად, პარტიებს შორის რეიტინგში პირველ ადგილზე "ქართული ოცნება", მეორეზე კი "ნაციონალური მოძრაობაა" | Allnews.Ge

IRI-ის კვლევის თანახმად, პარტიებს შორის რეიტინგში პირველ ადგილზე "ქართული ოცნება", მეორეზე კი "ნაციონალური მოძრაობაა"

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია.

კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 26 %, "ნაციონალური მოძრაობა" -15%, "ევროპული საქართველო" - 7%, "ლეიბორისტული პარტია" - 6%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, არცერთი - 15%, არ მაქვს პასუხი 20 %.

პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი მარგველაშვილი ლიდერობს 67%-ით. მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა (65%), პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილს იკავებს.

გამოკითხვის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.

myquiz