სპეციალისტების განცხადებით, პარლამენტში ჰაერი დაბინძურებულია | Allnews.Ge

სპეციალისტების განცხადებით, პარლამენტში ჰაერი დაბინძურებულია

სპეციალისტების განცხადებით, პარლამენტში ჰაერი დაბინძურებულია. დღეს საკანონმდებლო ორგანოში სპეციალისტებმა ჰაერში თამბაქოს შემცველობა გასინჯეს და დადგინდა, რომ დაბინძურებული ნაწილაკების დონემ ნორმას გაადააჭარბა.

"ჰაერში ნაწილაკების რაოდენობის ნორმა 35-ია, ამ დროისთვის კი, პარლამენტში დაფიქსირებულია 90'', - განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ.

სპეციალისტების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მოწევა უნდა აიკრძალოს, რადგან ჰაერი დაბინძურებულია.

პარლამენტში ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემადგენლობის გაზომვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინიციატივით მოხდა. აქციის მიზანია საზოგადოებამ და პირველ რიგში პარლამენტის წევრებმა დაინახონ დახურულ შენობებში ჰაერის ხარისხზე რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება.

myquiz