პარლამენტში დღეს, ჰაერის შემადგენლობას შეამოწმებენ | Allnews.Ge

პარლამენტში დღეს, ჰაერის შემადგენლობას შეამოწმებენ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინიციატივით დღეს, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, რამდენიმე ადგილზე ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემადგნელობა გაიზომება. აკაკი ზოიძის განცხადებით, აქციის მიზანია, საზოგადოებამ და პირველ რიგში პარლამენტის წევრებმა დაინახონ, დახურულ შენობებში ჰაერის ხარისხზე რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება.

აკაკი ზოიძის თქმით, ეს ღონისძიება პარლამენტში უახლოეს დღეებში, თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას უკავშირდება, სადაც ცვლილებათა ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებში მოწევა აიკრძალება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კოლეგებს მოუწოდებს, რომ აკრძალვა პირველ რიგში პარლამენტის შენობიდან დაიწყოს, სადაც უკვე არსებული აკრძალვის მიუხედავად, სამუშაო კაბინეტებში მაინც ეწევიან.

myquiz