ვანო ზარდიაშვილი - პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის | Allnews.Ge

ვანო ზარდიაშვილი - პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტოსთვის და კოლეგებს მოუწოდებს, მას მაინცდამაინც გულისყურით ნუ მოეკიდებიან.

ამის შესახებ ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

"ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, იმიტომ რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა, ჩვენმა პრეზიდეტმა. ეს ის პრეზიდენტი და ის ინსტიტუტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას და მერე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის და მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

myquiz