პოლონეთის მთავრობამ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა | Allnews.Ge

პოლონეთის მთავრობამ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა

პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. შესაბამისი განცხადება უკვე გაიგზავნა ევროკავშირის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანა მალტაში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატურად სარიუშ-ვოლსკი წარადგინეს, ის საკუთარი პარტიიდან "სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა.

ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, პარტიიდან გარიცხეს

იაცეკ სარიუშ-ვოლსკი გუშინ, საკუთარი პარტიიდან "სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს. აღნიშნული ინფორმაცია პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და 4 მარტით არის დათარიღებული. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ "სამოქალაქო პლატფორმიდან" მისი გარიცხვა ასევე ნიშნავს,რომ იგი გაირიცხება "ევროპის სახალხო პარტიიდანაც", რომლის შემადგენლობაშია "სამოქალაქო პლატფორმა".