"ქართული ოცნება" პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს" | Allnews.Ge

"ქართული ოცნება" პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს"

პარტიის მტკიცებით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილისა და გიგა ბოკერიას შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მათივე თქმით, პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა გიგი უგულავა.

"იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მოწმედ დაუდგა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უვიცობა: მოწმედ შეიძლება გამოიძახონ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ საქმეზე და ის ვალდებულია მისცეს ჩვენება მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი პოლიტიკური სიმპატიები. სინამდვილეში წულუკიანის ეს განცხადება ემსახურება კვალის დაფარვას: მთავრობა გეგმავს მერაბიშვილის გათავისუფლებას პატიმრობიდან და იმავდროულად სურს ეს ყველაფერი წარმოაჩინოს არა როგორც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ როგორც ევროპული სასამართლოს დირექტივა.

რა შეტყობინება გამოგზავნა ვანო მერაბიშვილმა ციხიდან

ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრს დავალებული აქვს წააგოს პროცესი ევროსასამართლოში. მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება არის ივანიშვილის და ბოკერიას შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან გიგი უგულავა", - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის კომიტეტის თავმჯდომარის გოგი წულაიასა და "თავისუფალი საქართველოს" საპარლამენტო მდივნის როინ ხიჯაკაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

myquiz