თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს | Allnews.Ge

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, არ გადაუხადონ თანხა ადამიანებს, რომლებიც სადარბაზოების დეზინფექციის მიზეზით მოქალაქეებს თანხას სთხოვენ.

"თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ. გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

myquiz