ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო ორგანოები დაკავებული არიან თეატრალური დადგმებით და პოლიტიკური შოუების გაკეთებით | Allnews.Ge

ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო ორგანოები დაკავებული არიან თეატრალური დადგმებით და პოლიტიკური შოუების გაკეთებით

საგამოძიებო ორგანოები დაკავებული არიან თეატრალური დადგმებით და პოლიტიკური შოუების გაკეთებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამ კონტექსტში აბესაძე შეეხო საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მიმართ განხორციელებულ "თითქოს მუქარას". აბესაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებას "რუსთავი 2"-ის საქმეთან დაკავშირებით.

"არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ბატონი დავითის განცხადებას, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური ზიზღი ვერ დამალა კერძო სამაუწყებლო კომპანიის მიმართ და კიდევ ერთხელ გააკეთა "ქართული ოცნების" ძალიან ძლიერი პოლიტიკური ინტერესის სრული ლუსტრაცია იმ სამართლებრივ დავაში, რომელიც ქართულ სასამართლოებში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს - ხან ძალიან დაჩქარებული წესით, როდესაც მოსამართლეს ნაჯახით ემქურებით და ხან ძალიან შენელებული წესით, როდესაც უზენაეს სასამართლოში ვერ ახერხებთ შემადგენლობის დასახელებასაც კი, ვინ უნდა განიხილოს ეს საკითხი.

ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ სუს-ის და პროკურატურის მხრიდან ახლა მიმდინარეობს ზეწოლა სასამართლოს შემადგენლობაზე, რომ წინასწარ განპირობებული ჰქონდეთ თქვენი პოლიტიკური ზიზღით განპირობებული ის შედეგი, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს და უნდა მიართვათ. ამიტომ, ბატონო დავით, ნაცვლად იმისა, რომ წამოგვაძახოთ თითქოს გასულ წლებში არსებული პრობლემები, დღეს გაახილეთ თვალი", - მიმართა აბესაძემ მათიკაშვილს.

myquiz