ნატომ შავი ზღვის რეგიონში საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებ განაცხადა | Allnews.Ge

ნატომ შავი ზღვის რეგიონში საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებ განაცხადა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ განაცხადა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ გეგმების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს ჩაატარონ მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში პროვოკაციაზე საუბარი არ არის. "ჩვენი ყოფნა გაძლიერდება, მაგრამ მას ექნება ზედმიწევნით გააზრებული, თავდაცვითი ხასიათი და არანაირი სახით არ მოახდენს რაიმე სახის კონფლიქტების პროვოცირებას და დაძაბულობის ესკალაციას", - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთ-ერთია ნატოს შეკავებისა და თავდაცვითი სისტემის ადაპტაციის საერთო სტრატეგიის კომპონენტებიდან, გაცილებით რთული პირობებისადმი უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.

myquiz