ეკა ბესელია - მე საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელს ვუჭერ მხარს | Allnews.Ge

ეკა ბესელია - მე საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელს ვუჭერ მხარს

კონსტიტუციის იმ ჩანაწერის შეცვლის თაობაზე, რომლის მიხედვით პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, უმრავლესობას პოზიცია არ დაუფიქსირებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ განუცხადა.

ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი წინადადება უმრავლესობიდან არ მოდის.

რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა კონსტიტუციური უფლებამოსილებების გადახედვის საკითხს, ბესელია ამბობს, რომ დისკუსია გრძელდება და ამ თემაზე მმართველი გუნდი ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ბესელიამ განაცხადა, რომ ის "საპარლამენტო რესპუბლიკის მტკიცე მოდელს უჭერს მხარს".

"არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტები პირდაპირი წესით ირჩევიან, მაგრამ, უმრავლესი ქვეყნები სხვა ტიპის არჩევის წესზე დგანან. ჩვენ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებებზე არ გვიმსჯელია. ამ თემებზე შევჯერდებით და ერთიანი პოზიცია გვექნება",- აღნიშნა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

myquiz