ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა | Allnews.Ge

ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირებაა. ნიკა მელია შენობაში შესვლას მოითხოვდა, რისი უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და აქციის მონაწილეებმა ერთობლივი ძალის გამოყენებით სცადეს შენობაში შესვლა, რასაც მერიის უსაფრთხოების სამსახური შეეწინააღმდეგა.

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია საყვირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან "რუსთავი 2"-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, დღეს საკრებულოს წევრების სამუშაო რეჟიმში შეხვედრა იგეგმება, რათა ქალაქის მთავრობა აიძულონ, აღნიშნული თანხა კვლავ ქალაქის ბიუჯეტს დაუბრუნდეს.

"საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში იმართება აღნიშნული აქცია, რადგანაც ერთი კვირის განმავლობაში მერია არ გამოეხმაურა მოსამართლე ნატა ნაზღაიძისათვის გადაცემულ ქონების ამბავს. თბილისის მერის მოადგილე ალთას არის, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბალთას, ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ამიტომ, ვინაიდან ხალხის ფულით დაფინანსდა ნაზღაიძის ოჯახი, მოვითხოვთ, რომ აღნიშნული თანხა კვლავ ქალაქის ბიუჯეტს დაუბრუნდეს", - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

 

myquiz