ელენე ხოშტარიამ პარლამენტში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ბანერი გამოფინა | Allnews.Ge

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ბანერი გამოფინა

"ევროპული საქართველოსთვის" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს", მანდატურების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გააკრა.

დეპუტატის თქმით, ეს არის პროტესტის ერთგვარი ფორმა და ის სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წინააღმდეგობას გამოხატავს.

"პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოების საზრუნავი უნდა გავაჟღეროთ.

ეს არის პროტესტის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და "რუსთავი 2"-ში, მაგრამ პარლამენტი დღეს გადაიქცა ნოტარიუსად, სადაც მხოლოდ პროცედურებზე საუბრობენ, სადაც რეალური დებატები რეალურ პროლემებზე არ არის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დეპუტატს პარლამენტის მანდატურებმა სხდომათა დარბაზში აღნიშნული ბანერის განთავსების უფლება არ მისცა.

myquiz