ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს | Allnews.Ge

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როდის არის მოსალოდნელი უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ "ძალიან მალე".

"მალე, ძალიან მალე იქნება. აღარ ველოდები არანაირ სიურპრიზებს. ალბათ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში პროცესი უნდა დაიწყოს", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ახლახან დაბრუნდა ბრიუსელოდან და "ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით".

myquiz