დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მომხრეა | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მომხრეა

მომხრე ვიქნებოდი, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის თაობაზე, ოღონდ ეს ჩანაწერი 2019 წლიდან ამოქმედებულიყო, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით კიდევ ერთხელ ავირჩევთ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, წინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "იმედის დროში" განაცხადა.

"მგონია, ჩვენ გვმართებს ნაბიჯების ერთმანეთისკენ გადადგმა. ამ ტიპის მოდელი შესაძლოა აღმოჩნდეს შეთანხმების საგანი ბევრ პოლიტიკურ ძალას, ბევრ პოლიტიკურ ლიდერს შორის, რაც ამ თემაზე არასასურველ ვნებათაღელვებს გადაგვატანინებს და სხვა თემებზე ჩაღრმავებას შეგვაძლებინებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

myquiz