სანდრა რულოვსი - იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს | Allnews.Ge

სანდრა რულოვსი - იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს

იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე განაცხადა.

მან მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი აძლიერებენ მიხეილ სააკაშვილს და პირიქით.

"თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე.

მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ.

რაც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, იმიტომ რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან ან სახლი, მე დარწმუნებული ვარ რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო. რაც არ უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არა აქვს - სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება", - განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.

myquiz