გიგი უგულავა - იყოს მიმოქცევაში დოლარი | Allnews.Ge

გიგი უგულავა - იყოს მიმოქცევაში დოლარი

რაის ეკონომიკური სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის მაგივრად მიმოქცევაში დოლარი უნდა გაუშვა, რაც მისი მოსაზრებით, ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით, უფრო მიმზიდველს გახდის.

"მიდის გლობალიზაცია, შემოდის ელექტრონული ბანკნოტები და საერთოდ ფული აღარ არის ეროვნული სიამაყე. რაის ეკონომიკური სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია და ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში. ეს საერთოდ უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში დოლარი, ყველანი დოლარით აზროვნებენ. თუ მოუხსნი ინვესტორს პრობლემას ამ სავალუტო მანიპულაციებით, გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნები შენ, როგორც ქვეყანა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

myquiz