ნინო გვენეტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან | Allnews.Ge

ნინო გვენეტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან

უზენაესი სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლო ნებისმიერი ზეგავლენისგან არის თავისუფალი, როგორც სახელისუფლებო შტოების მხრიდან, ასევე სხვა ფორმალური ზეგავლენისგან, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს სამართალწარმოების პროცესში.

"გახმაურებული საქმეები სასამართლოში მუდმივად არსებობს. საქმეები, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი მუდმივად მაღალია, ჩვენ ამ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველვყოფთ პროცესის გამჭვირვალობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, სახელისუფლებო შტოების მხრივაც და ასევე სხვა ფორმალური ზეგავლენისგან, რომელიც შეიძლება ასევე იყოს განხორციელებული სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მიმართ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

myquiz