რა შეტყობინება გამოგზავნა ვანო მერაბიშვილმა ციხიდან | Allnews.Ge

რა შეტყობინება გამოგზავნა ვანო მერაბიშვილმა ციხიდან

რა პოზიცია აქვთ ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით? პარტიის გენერალურ მდივნის პოზიციაზე, დავით დარჩიაშვილმა  "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას ისაუბრა.

"ალბათ ინტერესი ვანო მერაბიშვილისადმი გაცილებით მეტი იმიტომ არის, რომ პარტიის შექმნის სათავეებთან იდგა. არსებითად რაც შეეხება ორგანიზაციულ საქმიანობას, ტოლფასი იყო მისი და მიხეილ სააკაშვილის როლი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო თავმჯდომარე და ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივანი.

შესაბამისად, პარტიის საქმეებში მისი სიტყვა არის გადამწყვეტი.

როდესაც ჩვენ გვინდოდა 27 დეკემბერს პოლიტსაბჭოს მოწვევა, სადაც უნდა განგვეხილა ყრილობის ჩატარების წესები, რაზეც არ დაგვთანხმდა მეორე მხარე, პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტსაბჭოს, რის გამოც ის ვერ შედგა. მაშინ ჩვენ გვქონდა ვანო მერაბიშვილისგან, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრად ითვლება, შეტყობინება ციხიდან, მისი ადვოკატის მეშვეობით, რომ ის მხარს უჭერდა პოლიტსაბჭოს ჩატარებას.

ეს ვიცით და დანარჩენ პოზიციას ის გააჟღერებს როცა ჩათვლის საჭიროდ.

მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც მისი მშობლიური ქალაქიდან, მხარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, არიან დღეს ჩვენს გვერდით იდგნენ" - განაცხადა დარჩიაშვილმა.

myquiz