"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკის ჩატარებას აპირებენ | Allnews.Ge

"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკის ჩატარებას აპირებენ

"გირჩის" ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ განუცხადა, ამჟამად სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რათა პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარონ. მისივე თქმით, პოლიციამ მას სასამართლოს განჩინება წარუდგინა, რომელიც პარტიის ოფისის ჩხრეკის ნებართვას იძლევა.

საქმე ახალი წლის ღამეს, "გირჩის" ოფისში მარიხუანას კულტივირებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად კულტივირებული მარიხუანა მათ ოფისში ინახება. ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის რას მოიმოქმედებენ სამართალდამცველები. "გირჩის" ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ.

myquiz