გიგი უგულავა თანაპარტიელებთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

გიგი უგულავა თანაპარტიელებთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ფაქტობრივად 10-15 წელია ერთად მოვდივართ და შეუძლებელია საერთო ენა ვერ გამოვნახოთ, როდესაც ქვეყანას ასეთი დიდი პრობლემები აქვს, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად არის პარტიაში არსებული პრობლემების მოგვარების რესურსი.

როგორც უგულავამ აღნიშნა, რესურსი არის ადამიანებში და თუ ისინი მოინდომებენ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი იქნება.

"თუ ადამიანები მოვინდომებთ, საერთო ენას გამოვნახავთ ისე, რომ ჩვენი პრინციპებიდან არსებითად არ გადავიდეთ. თუ ჩვენ ამას არ მოვინდომებთ, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ახალ ვითარებაში ფოკუსირებას იმისთვის, როგორ ვიცხოვროთ ხვალ, ამ შემთხვევაში რესურსი არ იქნება.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად 10-15 წელია ერთად მოვდივართ და შეუძლებელია საერთო ენა ვერ გამოვნახოთ, როდესაც ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ რესურსი არსებობს, მაგრამ რამდენად განხორციელდება ეს, გამოჩნდება რამდენიმე დღეში. შეუძლებელია, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდეს", - განაცხადა უგულავამ, რომელიც გუშინ პარტიის ოფისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილს შეხვდა.

myquiz