რა განათლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ახალ სახეებს | Allnews.Ge

რა განათლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ახალ სახეებს

მე-9 მოწვევის პარლამენტში რამდენიმე ახალი სახე გვყავს. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე ქართული ოცნების ახალი სახეები არიან. ახალი სახეები ყავს "პატრიოტთა ალიანსსა" და "ნაციონალურ მოძრაობასაც".

ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს დაამთავრა და იურისტის კვალიფიკაცია მიიღო. 2002-2005 წლემბში, გერმანიაში, დიუსელფორფის უნივერსიტეტში, სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, ამავე უნივერსიტეტში მიიღო, სამართლის დოქტორის ხარისხიც.

რაც შეეხება პარლამენტის პირველ მოადგილეს, ასევე "ქართული ოცნების" ახალ სახეს თამარ ჩუგოშვილს, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. ასევე, აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში, ჰარვარდის უნივესიტეტის, ჯონ კენედის მთავრობის სკოლაში.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ კი, 1983 წელს დაამთავრა ქალაქ ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ელენე ხოშტარიას, წარჩინების დიპლომი აქვს რეგიონალურ კვლევებში. ხოშტარიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz