კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტის" და "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას შეხვდება | Allnews.Ge

კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტის" და "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას შეხვდება

კახა კალაძე "გაზპრომ-ექსპორტის" და "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას შეხვდება ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" და კომპანია "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კახა კალაძე კომპანია "გაზპრომ-ექსპორტის" წარმომადგენლებს დღეს შეხვდება, "ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას კი - 24 დეკემბერს.

კომპანია "ინტერ-რაოსთან" მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.

myquiz