ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობას უნიკალური უნარი აქვს ყველაზე სწორი მიმართულება გადააქციოს დამანგრეველ მიმართულებად | Allnews.Ge

ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობას უნიკალური უნარი აქვს ყველაზე სწორი მიმართულება გადააქციოს დამანგრეველ მიმართულებად

ბიძინა ივანიშვილის მთავრობას სამწუხაროდ აქვს უნიკალური უნარი ყველაზე სწორი მიმართულებაც გადააქციოს ქვეყნისათვის დამანგრეველ მიმართულებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ოპტიმიზაცია რომელიც სამინისტროებშია დაგეგმილი, სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას გამოიწვევს.

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობას სამწუხაროდ აქვს უნიკალური უნარი ყველაზე სწორი მიმართულებაც გადააქციოს ქვეყნისათვის დამანგრეველ მიმართულებად. ეს ეხება ოპტიმიზაციასაც. მაშინ როდესაც "ქართული ოცნების" აქტივისტებით სავსეა რაიონული გამგეობები, ისინი ცდილობენ დაერიონ სამინისტროების ქვედა რგოლების თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ და მათ ზურგზე გადადიოდა ძირითადი საქმე. ამიტომ ასეთი ტიპის ოპტიმიზაცია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას გამოიწვევს, ვიდრე შეღავათს მისცემს იმავე ბიუჯეტს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

myquiz