ნოდარ ჯავახიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა | Allnews.Ge

ნოდარ ჯავახიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ ინიშნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ნოდარ ჯავახიშვილის ამ პოსტზე დანიშვნა პარლამენტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეკომენდაციით მოხდა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შეხვდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ეფექტურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. გაიმართა კონსულტაციები გენერალური აუდიტის სამსახურის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ კანდიდატებთან დაკავშირებით", -ნათქვამია პარლამენტის ვებგვედრზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz