საინვესტიციო სააგენტო გაუქმდება | Allnews.Ge

საინვესტიციო სააგენტო გაუქმდება

საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება იგეგმება, - ამის შესახებ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განხილვაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, წარმოდგენილ ბიუჯეტში რესურსების მობილიზებასა და ხარჯების შემცირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებში იგეგმება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ასევე იგიეგმება რიგი უწყებების გაუქმება.

"რამდენიმე უწყების გაუქმება არის დაგეგმილი და ეს ბიუჯეტშიც არის წარმოდგენილი.

მათ შორის საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება არის დაგეგმილი და ცალკე უწყებად არ იქნება წარმოდგენილი. ის შეუერთდება ეკონომიკის სამინისტროს. ასევე უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი და მცირდება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დაფინანსება"-განცხადა კაკაურიძემ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: - საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 922.7 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.

myquiz