რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები | Allnews.Ge

რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები

პარლამენტის წევრის ხელფასი ორი ნაწილის, თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების თანხისგან შედგება.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტის ყველა წევრის თანამდებობრივი ანაზღაურება 2 000 ლარს შეადგენს, ხოლო სადუპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრის თანამდებობაზეა დამოკიდებული და 1 790 ლარიდან 3 905 ლარამდე მერყეობს. ამდენად, საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური სარგო 3 790 ლარს შეადგენს.

ანაზღაურება დეპუტატს რანგის მიხედვით ერიცხება, მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო, 2 000 ლარია, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა 1 905 ლარი ემატება და თანამდებობის პირის ანაზღაურება 3 905 ლარი გამოდის.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასიც 3 905 ლარია, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანაზღაურება 3 970 ლარამდე იზრდება.

3 970 ლარია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერების მოადგილეების ანაზღაურება.

დროებითი კომისის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრის ფიქსირებულ 2 000 ლართან ერთად, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის სახით, 2 105 ლარს იღებს, რაც საერთო ჯამში - 4 105 ლარია.

ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი უფრო მაღალია, მას ჯამში 4 635 ლარი ერიცხება. კომიტეტის თავმჯდომარეს, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს - 4 705 ლარი. მათ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, საფეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის სახით, 2 705 ლარი ერიცხებათ.

დეპუტატთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 5 570 ლარია, მეორე მოადგილის კი 5 505 ლარი.

პარლამენტის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება 5 905 ლარს შეადგენს. მას თანამდებობრივ სარგოზე ( 2 000 ლარი) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების რანგის მიხედვით 3 905 ლარი ემატება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz