მიხეილ სააკაშვილი - თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ

თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა Deutsche Welle-ს რუსულენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს. მას სურს უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე იყოს.

"ჩემთვის თანამდებობა არ არის თვითმიზანი. ჩემი მიზანია ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად შევძლებ უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი "ახალი ძალების მოძრაობა” მოიგებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ როგორც კი მის პოლიტიკურ ძალას რადაში "ძლიერი უმრავლესობა" ექნება, ის ნებისმიერ კანონს მიიღებს.

"ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და შევძლებთ იმპიჩმენტის გამოცხადებას", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

myquiz