მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს | Allnews.Ge

მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 2016 წლის 6-7 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში იმართება.

როგორც საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდება.

myquiz