თამარ ჩუგოშვილი - 2017 წლის ბიუჯეტი ფოკუსირებულია, რომ მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახოს რეგიონში მიმდინარე ცვლილებები | Allnews.Ge

თამარ ჩუგოშვილი - 2017 წლის ბიუჯეტი ფოკუსირებულია, რომ მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახოს რეგიონში მიმდინარე ცვლილებები

2017 წლის ბიუჯეტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსახლეობაზე ნეგატიურად არ აისახოს გარკვეული ცვლილებები რომელიც რეგიონში ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბიუჯეტი ფოკუსირებულია, რომ ის გარკვეული ცვლილებები, რომელიც რეგიონებში ხდება მოსახლეობაზე არ აისახოს და პირიქით მივიღოთ ეკონომიკური ზრდა მომავალი წლების განმავლობაში.

"ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია და უნდა შევძლოთ ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა და ამ ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის რეფორმები, რაც სწორედ ამას ემსახურება. 10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები და ა.შ. და ეს ყველაფერი სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში არსებული ძვრები მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს პარლამენტის ბიუროზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შევა.

myquiz