სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი აღარ განიხილავს | Allnews.Ge

სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი აღარ განიხილავს

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს შორის, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტი გაიწვევს და მუშაობას არ გააგრძელებს, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებია.

აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებასა და რიგ სავაჭრო ობიექტებსა და დაწესებულებებთან მისი გაყიდვაზე ადმინისტრაციული სანქციის შემოღებას ითვალისწინებდა.

კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებაში "ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვის შესახებ" პროექტის სახელით არის ცნობილი, პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში წარუდგინა, ის პირველი მოსმენით განიხილეს, თუმცა ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან" დაკავშირებული ეს ინიციატივა იმ კანონპროექტთა ნუსხაშია, რომლის განხილვის გაგრძელება პარლამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

myquiz