გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს, ოთხი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილისთვის, კახა კალაძისთვის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად, პარლამენტს წარუდგენს.

გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველია ის, რომ მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავეს. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან საკუთარი სურვილით თქვა უარი, შესულიყო მე-9 მოწვევის პარლამენტში.

პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.

ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე პარლამენტი მოგვიანებით, მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ზემოთ აღნიშნულ დეპუტატებს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდებათ.

myquiz