თორნიკე შარაშენიძე რუსეთ-სომხეთის შეირაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის მიზეზებზე საუბრობს | Allnews.Ge

თორნიკე შარაშენიძე რუსეთ-სომხეთის შეირაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის მიზეზებზე საუბრობს

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-სომხეთის განკარგულება ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ, საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის.

როგორც შარაშენიძემ განაცხადა, "როდესაც თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით რუსული ტანკები დგას, სომხეთთან რას შექმნის რუსეთი, ამას ჩვენთვის მესამე-მეოთხე ხარისხის მნიშვნელობა აქვს".

"30 კილომეტრში რომ რუსული ტანკი გიდგას, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი მისტრალს იყიდის თუ სომხეთთან ერთად რაღაცას შექმნის. რუსეთი ცდილობს დააბალანსოს. აზერბაიჯანს დიდძალი იარაღი მიჰყიდა, რამაც სომხეთი გააღიზიანა. საჭირო იყო სომხეთისთვის რაღაცის მიცემა და ეს რაღაც არის გარანტიის მიცემა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში", - განაცხადა შარაშენიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, - იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი".

რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შეიქმნება

"მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთის ფედერაციისა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.

myquiz