დასავლეთ ევროპაში მოვლენების განვითარების ყველაზე სკეპტიკური სცენარი | Allnews.Ge

დასავლეთ ევროპაში მოვლენების განვითარების ყველაზე სკეპტიკური სცენარი

ევროპის ქვეყნებში ნაციონალისტების გამოსვლა მასობრივი მიგრაციის წინააღმდეგ ძალას სულ უფრო მეტად იკრებს. 2008 წლის შემდეგ პოპულისტები ფინანსური კრიზისითა და გლობალიზაციით გაბრაზებული ხალხის მასების მართვას უკეთ ახერხებენ.

ძალიან მალე ევროკავშირის ისტაბლიშმენტი მომავალი არჩევნების პარალელურად რთული გამოცდის წინაშე დადგება.

გახდება თუ არა აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვება ის ცუნამი, რომელიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას საფრთხეს შეუქმნის?

ხმის მიცემის გადამწყვეტი პროცესი იტალიაში

4 დეკემბერს იტალიაში რეფერენდუმია ჩანიშნული. მოსახლეობამ უნდა გადაწყვტოს სურს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სენატისა და რეგიონალური პარლამენტებისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს. მატეო რენცი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეფორმა სახსრების დაზოგვისა და იტალიის ხელისუფლების სტაბილურობის ამაღლებას ისახავს მიზნად. მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილების განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ძალიან დიდ ძალაუფლებას მოუყრის თავს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ რეფერენდუმში დამარცხების შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს, ეს კი ევროსკეპტიკური "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" პოზიციებს გაამყარებს.

მკვეთრი შემობრუნება მარჯვნისკენ ავსტრიაში

იმ დღეს, როდესაც იტალიაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატადება, დასავლეთი ევროპა პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ქვეყნის სათავეში ულტრამემარჯვენე კანდიდატის მოსვლის მოწმე გახდეს. ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ნორბერტ ჰოფერს აქვს.

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ავსტრიას თავშესაფრის მიღების განაცხადით მიმართონ

მაისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჰოფერს მწვანეთა პარტიის კანდიდატმა ალექსანდრ ვან დერმა 1%-ით აჯობა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ შედეგების ანულირება მოახდინა. შესაბამისად ულტრამემარჯვენე კანდიდატს შანსი კიდევ ერთხელ გაუჩნდა.

პოპულისტების შეტევა ნიდერლანდებში

ანტიისლამისტმა პოლიტიკოსმა გერტ ვილდერსმა ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით სიხარული გამოხატა და მისი ერთ-ერთი ლოზუნგიც კი გადააკეთა"ჩვენ ნიდერლანდებს კვლავ დიდებულს გავხდით".

ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები 15 მარტს ჩატარდება.

"მე დავუბრუნებ ნიდერლანდებს ჰოლანდიელებს" -განაცხადა ვილდერსმა.

ორგანიზაცია De Hond-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ვილდერსის პუპოლისტური "თავისუფლების პარტია" პარლამენტში 27 მანდატს მიიღებს, შესაძლოა მან მმართველი კოალიცია ვერ ჩამოაყალიბოს, თუმცა, მისი პოლიტიკური გავლენა მაინც შენარჩუნდება.

ახალი ფრანგული რევოლუცია?

ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი ფრანგული პოლიტიკის საფუძვლებს მნიშვნელოვანწილად არყევს და შესაძლოა 2017 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც გავიდეს.

დეკემბერში პარტიამ, რომელიც მიგრაციისა და ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ გამოდის რეგიონალურ არჩევნებზე ხმათა 27% მიიღო, თუმცა "ეროვნულმა ფრონტმა ვერც ერთი რეგიონის სრული კონტროლის ქვეშ აღება ვერ მოახერხა, რადგან ორი წამყვანი პარტია მის წინააღმდეგ გაერთიანდა. მოსალოდნელია, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკელები და მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტები ლე პენის წინააღმდეგ მსგავს მანევრს საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაიმეორებენ.

ამავდროულად საგულისხმოა, რომ სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რეიტინგი სულ უფრო ეცემა.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის ივნისში ჩატარდება.

გერმანიაში ნაციონალისტების აღზევება

გერმანიის ნაციონალისტურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" 2017 წლის სექტემბერის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, როგოც მარცხენა ისე, მარჯვენა ფლანგიდან  სულ უფრო მეტი ამომრჩეველი მოიზიდოს.

ყველაზე უცნაური პოლიტიკური პარტიები

რეგიონალურ არჩევნებში აღნიშნულმა პარტიამ საკუთარი პოზიციები მმართველი, "ქრიასტიან-დემოკრატიული", პარტიის საწინააღმდეგოდ გაამყარა. პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის", ანგელა მერკელის მიერ გატარებელი "ღია კარის პოლიტიკით" უკმაყოფილო ადამიანები შეუერთდნენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ხმათა სულ მცირე 10%-ს მიიღებს.

myquiz