დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკელების" დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკელების" დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ პრესის საკითხებში ნინო სტურუამ განაცხადა.

Allnews.Ge ამ დრომდე პარტიის სხვა ლიდერებთან ცდილობს დაკავშირებას.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა.

დავით უსუფაშვილი საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში.

დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან.

myquiz