"პატრიოტთა ალიანსი" 6-ის ნაცვლად პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს | Allnews.Ge

"პატრიოტთა ალიანსი" 6-ის ნაცვლად პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო მანდატების დამატებას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ბლოკს, არა 6, არამედ 8 მანდატი ეკუთვნის.

"ჩვენ ყველანი შევეცდებით ფართომასშტაბიანი გამოძიება განვახორციელოთ იმისა, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. კანონით, ყველა იმ პარტიის პროცენტი, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, უნდა განაწილდეს იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. ახლა ჩვენ ცესკო გვეუბნება, რომ 6 მანდატი გვეკუთვნის და გვეყოლება 6 დეპუტატი, ამ დროს უნდა გვითხან, რომ რეალურად ჩვენ გვეკუთვნის მინიმუმ 8 მანდატი", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისივე განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსი" შეეცდება იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში იმ პარტიების, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ.

myquiz