"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად გაერთიანდნენ | Allnews.Ge

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატებს დაუჭირონ.

ამის შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა გააკეთეს.

"რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატები: კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის". აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ "ქართული ოცნების" კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს "ქართულ ოცნებას", როდესაც ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მან ასევე მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ კანდიდატს ჭიათურაში, თემურ გაფრინდაშვილს.

myquiz