ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე გახმაურებული განცხადებები | Allnews.Ge

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე გახმაურებული განცხადებები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დაკავების შემთხვევაში პირველი 100 დღის სამოქმედო გეგმა უკვე გაწერა.

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის "მოწესრიგების" გზაზე პირველ ნაბიჯად თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლების ლობისტური საქმიანობის აკრძალვა და კონგრესნებისთვის პარლამენტში მუშაობის ვადების შემცირება დაასახელა.

ბიზნესმენის გადაწყვეტილებით, კლიმატის ცვლილების გაეროს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსება, სანაცვლოდ, სახსრები ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

განახლებული ამერიკა წარმატების გზაზე სიარულს მიგრანტების გარეშე განაგრძობს. ამ 100 დღეში ტრამპი 2 მილიონი ლტოლვილის დეპორტაციის დაწყებას გეგმავს, რომლებსაც დამნაშავეებსა და არალეგალებს უწოდებს.

ყველა იმ ქალს კი, რომელიც ტრამპის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე ხმას კიდევ ერთხელ ამოიღებს, სასამართლოში თავად უჩივლებს.

და ეს მხოლოდ დასაწყისია...

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს მოულოდნელობებით სავსე, თანაც წინასაარჩევნო კამპანიაზე მეტად რისკიანი 4 წელი ელის.

ის რაც პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა გასული 365 დღის განმავლობაში თქვა, ყველა სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას გამოიწვევდა, ტრამპს კი გზა 8 ნოემბრის არჩევნებმადე გაუკვალა.

დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა

1. მექსიკელ მიგრანტებს მოძალადეები უწოდა

16 ივნისის; ნიუ იორკი.

"ამერიკის შეერთებული შტატები ნაგავსაყრელი გახდა, ეს მართალია.

და ეს კარგი არ არის. როდესაც მექსიკა თავის მოქალაქეებს გზავნის ის თავისი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს არ გვიგზავნის. აქ ჩამოდიან ბევრი პრობლემის მქონე ადამიანები, და ამ პრობლემებს თავს გვახვევენ, მათ მოაქვთ ნარკოტიკი, დანაშაული, ძალადობა"

2. ჯონ მაკკეინი გმირი არ არის

18 ივლისი, ამესი, აიოვა.

"ის ომის გმირი არ არის. ის ომის გმირად აღიარეს იმიტომ რომ ტყვედ ჩავარდა და მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც ტყვედ არ ვარდებიან".

3. კარლი ფიორინას გარეგნობას დასცინა

14 აგვისტო, ნიუ ჰემფშირი

"შეხედეთ ამ სახეს! ვინმე მისცემს მას ხმას? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ ეს სახე ჩვენი მომავალი პრეზიდენტი გახდება!?"

4. რა სულელია აიოველი ამომრჩეველი

13 ნოემბერი, აიოვა

5. "9/11 ჯორჯ ბუშის გამო მოხდა"

16 ოქტომბერი. ინტერვიუ "ბლუმბერგთან"

"ვფიქრობ ამ საკითხში უფრო მეტად კომპეტენტური ვარ ვიდრე ისინი, თქვით რაც გინდათ, მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი მის (ბუშის) დროს ჩამოინგრა.

6. სამხედრო რჩევებს სატელევიზიო შოუებისგან იღებს

16 აგვისტო, ინტერვიუ NBC-სთან

ჩაკ ტოდი: "ვის მიმართავთ სამხედრო რჩევებისთვის?"

ტრამპი: "სატელევიზიო შოუებს ვუყურებ, მე მართლა, ვუყურებ ბევრ კარგ შოუს"

7. "ნიუ ჯერსიში მცხოვრები მუსლიმები 9/11-ს ზეიმობდნენ"

21 ნოემბერი.

"მე ვუყურებდი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას და ვხედავდი, როგორ ზეიმობდა ნიუ ჯერსიში ათასობით ადამიანი კატასტროფას".

8. განსაკუთრებული საჭიროების მქონე რეპორტიორის პაროდია გააკეთა

25 ნოემბერი, სამხრეთ კაროლინა

9. მუსლიმთა მიგრაციის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

8 დეკემბერი, სამხრეთ კაროლინა

"დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მუსლიმების შემოსვლის სრული და ტოტალური აკრძალვისკენ მოგიწოდებთ, სანამ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არ მიხვდებიან რა ხდება".

ამის შემდეგ მისი წინასაარჩევნო კამპანია საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ტრამპის კამპანიის ირგვლივ მითქმა- მოთქმა კიდევ ერთხელ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ამსახველი ვიდეო მასალის გამოქვყნებამ გამოიწვია, რასაც სექსუალურ ზეწოლაში ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების სერია მოჰყვა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე თერთმეტმა ქალმა, მათ შორის ამერიკელმა მსახიობმა ჯესიკა დრეიკმა დაადანაშაულა.

ამერიკელმა მსახიობმა ჯესიკა დრეიკმა დონალდ ტრამპი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა

გაგრძელდება თუ არა ეს ჩამონათვალი 8 ნოემბერს გადება ცნობილი.

myquiz